თავში

წულუკიანი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო

წულუკიანი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო
წულუკიანი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გასული წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე დროში დაინტერესდა გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელმაც უკვე დაადასტურა ცალსახად, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ, უკვე ცალსახად დავინახეთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმ ღამეს შეძლეს დაცვა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ უკანონო მოვლენებისგან” ,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ 20 ივნისის მოვლების დროს ხელისუფლების დამხობის რეალური შანსი არსებობდა. 

 ,,2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა" - თქვა სააკაშვილმა. 

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ შეისწავლის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებზე. 

"აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system