თავში

თუ აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე - სერგეენკო

თუ აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე - სერგეენკო
თუ აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე - სერგეენკო

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არ არის, სახელმწიფომ მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უნდა იზრუნოს.

"მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", - თქვა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system