თავში

"თუ ბაძავ, ბოლომდე მიბაძე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

"თუ ბაძავ, ბოლომდე მიბაძე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
თუ ბაძავ, ბოლომდე მიბაძე - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ბიძა თემურ ალასანია, საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა და ის დაკითხვაზეა დაბარებული.

სააკაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, თუ ვარლამ არავიძეს ბაძავს, "ბოლომდე მიბაძოს და ყველა ალასანია, სააკაშვილი და წერეთელი დაიჭიროს".

"გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს, თუ ბაძავ ვარლამს, ბარემ ბოლომდე მიბაძე ყველა ასანიძე რომ დაიჭირა ერთად. დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია, ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც [ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა], რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system