თავში

თუ ბრალი დაუდასტურდება, აღმოჩნდება, რომ მოძალადეა - პაპუაშვილი

თუ ბრალი დაუდასტურდება, აღმოჩნდება, რომ მოძალადეა - პაპუაშვილი
თუ ბრალი დაუდასტურდება, აღმოჩნდება, რომ მოძალადეა - პაპუაშვილი

თუ პარლამენტი მზად არის, აიტანოს და მოძალადე ნიკა მელია შემოვიდეს პარლამენტში,  მანაც უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიას ბრალი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა წაყენებული ბრალის მიხედვით ის მოძალადეა. 

"მას სწორედ ძალადობაზე აქვს წაყენებული ბრალი და თუ დადასტურდება, აღმოჩნდება, რომ ის არის მოძალადე. თუ პარლამენტი მზად არის, აიტანოს და მოძალადე შემოვიდეს პარლამენტში, თუ მისი ბრალი დადასტურდება, მაშინ მან უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ. ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system