თავში

თუ გადატრიალების ვერსიას "აწვები", ციხეში უნდა იჯდეს "ნაცების“ ლიდერშიფი - ხვიჩია

თუ გადატრიალების ვერსიას "აწვები", ციხეში უნდა იჯდეს "ნაცების“ ლიდერშიფი - ხვიჩია
თუ გადატრიალების ვერსიას აწვები, ციხეში უნდა იჯდეს ნაცების“ ლიდერშიფი  - ხვიჩია

თუ ამ ვერსიას სერიოზულად „აწვები“, მაშინ მთელი „ნაცების“ ლიდერშიფი ციხეში უნდა იჯდეს გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას? – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში ნარკომანობის ძახილი „ქართული ოცნების“ ტრენდია, ყოფილ თანაპარტიელებსაც ასე მოიხსენიებენ. მთელი ეს ნარატივი, რაც მიშას გადატრიალების მცდელობაზეა, არის ის, რომ დამალონ საკუთარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. თვალნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის. რაც შეიძლება მალე გამოსვლა უნდა, მაგრამ „ქოცების“ ნდობა არ შეიძლებოდა. შეიძლება, ციხეში დიდი ხანი ჩატოვონ, ან რამდენიმე თვე. წარმოიდგინეთ, თვითონ ეს ვერსია – გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ, ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად „აწვები“, მაშინ მთელი „ნაცების“ ლიდერშიფი ციხეში უნდა იჯდეს გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას? – ეს აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდევ მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს უნდა დაიჯეროთ, გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი.

სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ, გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით. საზღვარს გადავკვეთ და „ქოცებს“ გავაბანძებო ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის – ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ, ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი, შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს“, – განაცხად იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system