თავში

თუ სასამართლო გადაწყვეტს, ცესკო ხმების გადათვლას მხარს დაუჭერს - თამარ ჟვანია

თუ სასამართლო გადაწყვეტს, ცესკო ხმების გადათვლას მხარს დაუჭერს - თამარ ჟვანია
თუ სასამართლო გადაწყვეტს, ცესკო ხმების გადათვლას მხარს დაუჭერს - თამარ ჟვანია

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის გაიაროს ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი გზა. 

თამარ ჟვანიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში ხმები ხელახლა გადაითვალოს. 

"ჩვენ ვაპირებთ პროცესი გავაგრძელოთ, დავასრულოთ 2020 წლის არჩევნები, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა, მათ შორის, ახლა სასამართლოებში მიდის მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ხდება გასაჩივრება და მათ შორის, შესაძლებელია იყოს გადათვლების მოთხოვნა სასამართლოების მიერაც, რასაც ჩვენ - ცენტრალური საარჩევნო კომისია პოზიციურად ვუჭერთ მხარს.

ჩვენ ამაზე ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი პოზიციაა, რომ კი ბატონო, გადაგვეთვალა ყველა ის შედეგი, სადაც იყო საეჭვო, მნიშვნელოვანი, დასაბუთებული არგუმენტები და საეჭვო გადაცდომები. კიდევ ერთს ვიტყვი, ჩვენი არ სჯერათ გასაგებია, შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, მაგრამ რატომ არ სჯერათ ეგზიტპოლების, რატომ არ სჯერათ ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის, რომლებმაც იგივე შედეგი დადეს," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system