თავში

თურქეთის ფინანსური დახმარების ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა გადაეცა

თურქეთის ფინანსური დახმარების ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს
თურქეთის ფინანსური დახმარების ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა გადაეცა

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამხედრო ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მარნეულის აეროპორტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა სახელმწიფო მომარაგების სამსახურის მიერ შეძენილი მიკროავტობუსი, ფორკლიფტი და მანქანის სამრეცხაო დანადგარები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძე.

მიღება-ჩაბარების ოქმს თურქეთის რესპუბლიკის სახელით ხელი მოაწერა სამხედრო ატაშემ პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა და საქართველოს სახელით ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა სერგო ნინუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system