თავში

უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ - დავით ზალკალიანი

უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა რეგიონული უსაფრთხოების გამყ
უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ტვიტერზე წერს. მისი თქმით, მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი დიდი ნაბიჯია რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. 

"პრემიერ ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტის ფილიპ რიკერის აქტიური მონაწილეობით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების გამყარების მიმართულებით. აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ასევე, სომხურმა მხარემ გადასცა აზერბაიჯანს ინფორმაცია დანაღმული ტერიტორიების შესახებ. 

ეს ფაქტი რეგიონში დაძაბულობის დონის შემცირებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ზალკალიანის ტვიტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system