თავში

უგულავა: ოპოზიციაში საერთო კონსენსუსი არსებობს

უგულავა: ოპოზიციაში საერთო კონსენსუსი არსებობს
უგულავა: ოპოზიციაში საერთო კონსენსუსი არსებობს

საერთო კონსენსუსი არსებობს - პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უგულავას თქმით, ხვალ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მორიგი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ოპოზიცია თავისი გეგმების შესახებ სრულად ისაუბრებს. 

"ხვალ, 14:00 საათზე შეკრება ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იქნება, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ.

ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა. ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავთ, საუბრის თემა ბუნებრივია, ორი იქნება - საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, რადგან ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა და არა შუალედური და ოქროს გზა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system