თავში

უგულავა: სააკაშვილს შეუძლია, ცაში აგიყვანოს და მერე ტალახში გაგორაოს

უგულავა: სააკაშვილს შეუძლია, ცაში აგიყვანოს და მერე ტალახში გაგორაოს
უგულავა: სააკაშვილს შეუძლია, ცაში აგიყვანოს და მერე ტალახში გაგორაოს

,,ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული.

,,მას დღეში შეუძლია ასჯერ ცაში აგიყვანოს, ანგელოზად წარმოგაჩინოს და მერე იქვე ცხრაასჯერ ტალახში გაგორაოს. ამიტომ არის, რომ მის სიტყვებს სამწუხაროდ ფასი აქვს დაკარგული და სწორედ ეს არის გულის ტკივილის საგანი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც ერთი კაცის ხუშტურებით იმართება და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და ხალხმა იბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ, რომ პროპორციულის მედლის მეორე მხარეს წერია კოალიციური მთავრობა, სადაც გამორიცხულია ყველანაირი მე, მე, მე და არის ჩვენ. თუ ჩვენ არ გადავედით ასეთ მართვაზე მაშინ ვერ შევძლებთ იმ გარდამტეხი ცვლილების მოტანას ქვეყანაში, რასაც ჩვენგან ჩვენი საზოგადოება ითხოვს", - განაცხადა გიგი უგულავამ ,,ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system