თავში

უკრაინას და ჩვენ გვაქვს იდენტური პრობლემები - ზურაბ ჯაფარიძე

უკრაინას და ჩვენ გვაქვს იდენტური პრობლემები - ზურაბ ჯაფარიძე
უკრაინას და ჩვენ გვაქვს იდენტური პრობლემები - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ინიციატივით უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით უკრაინას სჭირდება მეგობარი ქვეყნის თანადგომა.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს იდენტური პრობლემები აქვთ.

"დღევანდელი აქცია არის უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ და უკრაინასაც გაცხადებული გვაქვს, რომ მივდივართ ევროკავშირისა და ნატოსკენ. პრობლემები, რომელიც უკრაინას და ჩვენ გვაქვს, არის იდენტური და არის სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთისკენ სვლა და აღარ გვინდა რუსეთის გავლენის ქვეშ ვიყოთ.

ამ დროს, მნიშვნელოვანია თანადგომა და არ შეიძლება მეგობარი მიატოვო მაშინ, როცა უჭირს, ან ფორმალური განცხადებით შემოიფარგლო. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება არის ფორმალური ხასიათის და მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული, სინამდვილეში ჩანს, რომ გულწრფელები არ არიან.

ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან უკრაინელებისთვის გვეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რაც მათთან ხდება და ვუდგავართ გვერდით რითაც შეგვიძლია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ცეცხლი 10-ჯერ გახსნეს. იერიშის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system