თავში

"უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია" - ნიკა მელია

"უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია" - ნიკა მელია
უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია - ნიკა მელია

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. მოქალაქეები "ვარდების რევოლუციიდან" 18 წლისთავს აღნიშნავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკურ და მორალურ კრიზისს ვერ გაუძლებს.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა არსებობს და ეს ერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რამაც ცვლილებები უნდა მოიტანოს. რა არის ეს - ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია, პროცესია, შეუძლებელია, რომ რეჟიმმა, რომელიც არის არა უბრალოდ პოლიტიკურ, არამედ კიდე უფრო მძიმე - მორალურ კრიზისში, შეძლოს თავისი ყოფის გახანგრძლივება," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system