თავში

უნდა მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი - კახა კუჭავა

უნდა მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი - კახა კუჭავა
უნდა მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ საკითხი მოგვარებულია დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში შესვლას შეძლებენ. 

როგორც კუჭავამ განმარტა, შეფერხება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება ვრცელდება პენიტენციურ დაწესებულებებზე და არა სამედიცინო დაწესებულებებზე, შესაბამისად, ის არ იყო უფლებამოსილი, დეპუტატებისთვის ჰოსპიტალში შესვლის ნებართვა მიეცა. 

„ჩემი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. უნდა მიგვიღო სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა და რა იქნებოდა საფუძველი დეპუტატების შესვლის. დილიდან შედგა შეხვედრა და ჩვენი მხრიდან იყო მიხეილ სარჯველაძე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. მგონი უკვე შევიდა ერთი დეპუტატი ან აპირებს შესვლას“, - წერს კახა კუჭავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system