თავში

უცნაურად დაემთხვა, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი - რას წერს პაატა ბურჭულაძე

უცნაურად დაემთხვა, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი - რას წერს პაატა ბურჭულაძე
უცნაურად დაემთხვა, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი - რას წერს პაატა ბურჭულაძე

ცნობილი საოპერო შემსრულებელი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად ქალაქის საოპერო თეატრში მისვლას და მუსიკოსებთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად თეატრში კარანტინი გამოცხადდა, რასაც ბურჭულაძე უცნაურ დამთხვევას უწოდებს. 

როგორც ბურჭულაძე წერს, მასთან შეხვედრა არც თეატრის ხელმძღვანელმა ისურვა.

"ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით" - წერს პაატა ბურშულაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system