თავში

ვადამდელი არჩევნებია მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია - ბარამიძე

ვადამდელი არჩევნებია მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია
ვადამდელი არჩევნებია მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია - ბარამიძე

ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელოვნური კრიზისია შექმნილი და მის განმუხტვას ვადამდელი არჩევნები სჭირდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნებია.

"ოპოზიციის და კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მთელი ამ პროცესისადმი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ნათელი. ჩვენ რაღაცა ახირებებისთვის არ ვიბრძვით და აკვიატებული იდეები არ გვაქვს. ქვეყანაში არის დიახაც, როგორც ახლა თვითონ აღიარებენ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი ბიძინა ივანიშვილის მიერ, როდესაც მან ძალადობისა და გაყალბების გზით მოახერხა და მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ხელისუფლება.

ამიტომ, რომ დაიძლიოს და განიმუხტოს ხელოვნური კრიზისი, რაც არის წარმოშობილი სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მიერ, ამას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, რადგან თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, მაშინ, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება ის მდგომარეობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს - ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, ლარის კურსი, უიმედობა. ამ პრობლემებს არ მოევლება მხოლოდ იმ სამი პუნქტის რეალიზაციით, რაზეც არის საუბარი", - განაცხადა გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system