თავში

ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება - თალაკვაძე

ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება - თალაკვაძე
ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება - თალაკვაძე

ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე, არაერთხელ გააჟღერა.

„ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა, არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ერთად შეგვესწავლა, თუნდაც მათი ხელმძღვანელობით გამოგვეძიებინა ფაქტები, რაზეც ისინი აპელირებდნენ და ბრალდება, რომელსაც ისინი ასახელებდნენ. ამაზე უარი თქვეს, ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გადასული ვართ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალ რეფორმებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system