თავში

ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა - ღარიბაშვილი

ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა - ღარიბაშვილი
ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემოდგომაზე ქვეყანაში ამ დროისთვის 2 მილიონი ვაქცინაა, ხოლო თვენახევრის განმავლობაში დამატებითი დოზები ეტაპობრივად შემოვა. 

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს ამ დახმარებისთვის. ჩვენ მილიონ-ნახევარი ვაქცინა უკვე ჩამოვიტანეთ და ადგილზეა. ანუ, ჯანში, დღეს 2 მილიონი დოზა ვაქცინა გვაქვს - 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. გარდა ამისა, მილიონი დოზა ჩვენ უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს. ჯამში, გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, ორი მილიონი ადგილზეა და მილიონი თვე თვენახევარში შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system