თავში

ვაქცინაციის პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა განიხილა

ვაქცინაციის პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა პისტრმა განიხილა
ვაქცინაციის პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში არაერთი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოში იმ რეფორმების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას.

პრემიერ-მინისსტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system