თავში

"ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ბანერები გამოფინეს

"ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ბანერები გამოფინეს
ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ბანერები გამოფინეს

"ვარდების რევოლუცია" - ამ წარწერით ბანერები თბილისში, 8 სხვადასხვა ადგილას გამოიფინება. ამასთან, აქციის ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".

8 ლოკაციიდან ერთ-ერთი ბარათაშვილის ხიდია, სადაც აქტივისტები მივიდნენ და აღნიშნული შინაარსის ბანერი გადმოფინეს. აქტივისტების თქმით ვარდების რევოლუცია ისტორიული მოვლენაა, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა და მსოფლიო რუკაზე ის სულ სხვა მნიშვნელობით მონიშნა.

ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებულად მიხეილ სააკაშვილს მიულოცა. მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან საქართველო რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნად აქცია.

ორგანიზატორებმა ბანერი მშვიდობის ხიდზეც გადმოფინეს. ვარდების ხიდი სიმბოლურდ შეირჩა, რადგან აქტივისტების თქმით, ის ამ რევოლუციით მოსული ხელისუფლების სიმბოლოა და ის მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

"18 წლის წინ დაიწყო რეალური თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ და დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, უამრავი რეფორმა გატარდა და დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამე სული უდგას ამ ქვეყანას." - ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

ბანერი გამოიფინა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზეც. აქტივისტები აქცია-პერფორმანსს განაგრძობენ. 

დღესვე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system