თავში

ვაშაძე: საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს უფასოდ დავაბრუნებთ

ვაშაძე: საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს უფასოდ დავაბრუნებთ
ვაშაძე: საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს უფასოდ დავაბრუნებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ პარტია და მიხეილ სააკაშვილი მზად არიან, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ. 

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავადან უფასო ავიარეისების განხორციელების საშუალება იყო, თუმცა ხელისუფლებამ ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა.

„31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იყო საშუალება, უფასო რეისები განხორციელებულიყო რომიდან, ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან. ამისთვის ავიაკომპანიაც მოძიებული იყო და შესაბამისი სახსრებიც. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ცივი და მტკიცე უარი მივიღეთ. დაიკარგა ძვირფასი დრო, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზოგიერთ ადგილას, ჩვენს საელჩოებთან პოლიციის მობილიზებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების კანონიერი პროტესტი შეეწყვიტათ. გუშინწინ ერთი-ერთი ტელეარხის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება მიიღოს და ასეთი რეისები განახორციელოს. თავიდან მოგვიწია ყველა მოლაპარაკების ჩატარება და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ამ მოლაპარაკებების შედეგი.ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება“,- გაცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ავიარეისების მიმართულება და რიგითობა ხელისუფლებასთან კონსულტაციის გზით უნდა განისაზღვროს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არც ერთ ფიზიკურ პირს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია მგზავრთა სიები შეადგინოს ისე, რომ სოციალური სამართლიანობა დაცული იყოს.

„საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system