თავში

ვერ გაგვტეხეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ - ხაზარაძე

ვერ გაგვტეხეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ - ხაზარაძე
ვერ გაგვტეხეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ - ხაზარაძე

ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. 

მამუკა ხაზარაძე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აცხადებს რომ მათი მხრიდან კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მან მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ხაზარაძე ამბობს, რომ 3 გადარიცხვის კანონიერების დადგენას, 3 წელი არ სჭირდება და პროცესი ხელოვნურად გაწელილია. 

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს, მეგობარს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ ნდობას. დღესაც ვხედავთ, რამდენი ჩემთვის უცნობი ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. ეს პროტესტი არის იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ იმ უიმედობის დანერგვა, რომელსაც ხელისუფლება ყველა სფეროში ახორციელებს. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, რადგან ამის გარკვევა პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტსაც შეუძლია, რადგან არანაირი სირთულე და 3-წლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. დღეს არ დავიწყებ ამის ახსნას, რადგან ყველამ კარგად იცის, არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება, ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე - რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წლის განმავლობაში? გაიწელა იმიტომ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ებრძვიან წარმატებას, იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, იქ აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება. ამით კლავენ ახალგაზრდებში იმ იმედს, რომელიც ასე საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიდეთ. ეს პროცესი არ არის იმაზე, თუ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. ჩემთვის ეს პროცესი არის კიდევ ერთი ტესტი. მათ სურთ, რომ წარმატებას ებრძოლონ და ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო.

ეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამას უყურებენ, არ დაკარგონ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შრომით, მიზანდასახულობით და რაც მთავარია გამჭვირვალედ შეიძლება მიაღწიო წარმატებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მათ ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს, რომ მოეხდინათ ჩვენი დისკრედიტაცია ან ეპოვნათ რაიმე დანაშაული. სწორედ ამიტომაა, რომ ეს სპექტაკლი 3 წელია გრძელდება. რაც არ უნდა იქნას მიღებული, არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ბრძოლა გაგრძელდება, ამ ქვეყანას აქვს კარგი მომავალი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები და ამ ფაქტორს მე სპეციალურად ვუსვამ ხაზს და თუ ვინმეს შეუძლია ეს ქვეყანა ფეხზე დააყენოს, ეს ახალგაზრდები არიან“, - თქვა ხაზარძემ პროცესის დაწყებამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system