თავში

ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება - გიორგი გახარია

ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება - გიორგი გახარია
ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ მხარდამჭერთა ჯგუფი გახსნა. მას მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. 

გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული ჰქონდა, რომ მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ დიდი ზეწოლა წამოვიდოდა, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ქართული ოცნება ფასეულობებს ბოლომდე დაკარგავდა, ოცნების დღევანდელი მოქმედებები კი კიდევ უფრო მეტად არწმუნებს პოლიტიკაში დარჩენის და ახალი ბრძოლის წამოწყების სისწორეში.

მე ძალიან კარგად - დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას და ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ. მაგრამ მართლა გეუბნებით - ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება. და ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“ - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system