თავში

ვფიქრობ, კახი კალაძე იქნება უალტერნატივო - ანრი ოხანაშვილი

ვფიქრობ, კახი კალაძე იქნება უალტერნატივო - ანრი ოხანაშვილი
ვფიქრობ, კახი კალაძე იქნება უალტერნატივო - ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი კახი კალაძე უალტერნატივო იქნება.

მისივე თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა იქნება.

"გუნდში არიან გამოკვეთილი ლიდერები, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების დიდი სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა და იმედი, რა თქმა უნდა, კანდიდატების შერჩევისას ჩვენ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ. მე ვფიქრობ რომ კახი კალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system