თავში

ვგრძნობ სიტუაციას. ყველგან იმარჯვებს ჩვენი პარტია - ირაკლი ღარიბაშვილი

​ვგრძნობ სიტუაციას. ყველგან იმარჯვებს ჩვენი
ვგრძნობ სიტუაციას. ყველგან იმარჯვებს ჩვენი პარტია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ყველგან მისი გუნდი გაიმარჯვებს. მისი თქმით, არსებობს იდეები, რომლის განხორციელების შედეგად 10 წელიწადში საქართველოს შეცვლა და რადიკალურად სხვა ქვეყნის მიღება შეიძლება. 

"ვგრძნობ სიტუაციას, ყველგან იმარჯვებს ჩვენი პარტია, ჩვენი გუნდი. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, უშეცდომოები და იდეალურები. არც ერთი არ არის იდეალური, არც ერთი ადამიანი და არც ერთი პარტია, მაგრამ მართლაც არის უალტერნატივო დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალა. 

ის ხელწერა, რომელიც დატოვა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი ხალხის მსახურებას და ქვეყნის მსახურებას. 

ძალიან ბევრი საქმე უნდა ვაკეთოთ და კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი, გვაქვს ძალიან მაგარი იდეები და მაგარი ხედვები, მაქვს ჩემს ფანტაზიებში და წარმოდგენებში, ჩემს ოცნებებში როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო. ძალიან მინდა, რომ გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა. აი ის ბრილიანტი გამოვაჩინოთ. და პირველ რიგში ჩვენ ჩვენს ხალხს უნდა დავეხმაროთ. იმიტომ, რომ მთავარი ჯერ კიდევ არის გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე და დამერწმუნეთ, მაგარი მუშაობის შედეგად 10 წელში შეიძლება საერთოდ სხვა ქვეყანა მივიღოთ. 

როცა ვსაუბრობ 10 წელზე არც იმის სურვილი მაქვს და არც იმის ილუზია, რომ აუცილებლად მე უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი. მაგრამ მე მინდა, რომ როგორც მინიმუმ კიდევ უფრო გავამყაროთ ის საფუძვლები, რომელიც ძალიან მაგარ  პროექტებს მიიყვანს ფინიშამდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system