თავში

ვიდრე "ენმ" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა, ჩვენ ოპოზიციასთან უკვე შევჯერდით - მაჭარაშვილი

​ვიდრე "ენმ" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი
ვიდრე ენმ ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა, ჩვენ ოპოზიციასთან  უკვე შევჯერდით - მაჭარაშვილი

უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ისინი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე უკვე შეთანხმდნენ. 

მაჭარაშვილის თქმით, მათ ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებულ ტემპში გამოგზავნა მოითხოვეს, რათა საკითხი სწრაფად მივიდეს ბოლომდე. 

"ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ოპოზიციასთან შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა. ჩვენ ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ დაჩქარებული ტემპებით მოხდეს დასკვნის გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ და ეს საკითხი ბოლომდე მივიდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system