თავში

ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარები იმერეთში

ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარები იმერეთში
ვინ იქნებიან ქართული ოცნების მაჟორიტარები იმერეთში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის " ქართული ოცნებიდან", სავარაუდოდ ინფექციური საავადმყოფოს დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე იბრძოლებს. 

ზაზა ლომინაძემ Report.ge-ს კითხვაზე, იქნება თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი, განაცხადა, რომ იმედი აქვს, მისი კანდიდატურა დასახელდება.

ლომინაძე 2014-2017 წლებში "ქართული ოცნების" სიით, ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო.

Report.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქში პაატა კვიჟინაძე იბრძოლებს.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში "ოცნებას" ელგუჯა გოცირიძე წარმოადგენს.

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონის ოლქში მმართველ პარტიას გივი ჭიჭინაძე წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.

მათივე ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად 20 ივლისს დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system