თავში

,,მთავარია, ეს კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა ვინ რა თანამდებობას დაიკავებს" - სერგი კაპანაძე

,,მთავარია, ეს კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა ვინ რა თანამდებობას დაიკავებს" - სერგი კაპანაძე
,,მთავარია, ეს კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამედ ის გეგმა უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური ძალები ქვეყანას მძიმე ვითარებიდან გამოიყვანენ.

„მოდი, ასე დავსვათ კითხვა: გვინდა, რომ 100.000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს? გვინდა, რომ თითოეულ ოჯახს მეტი ფული, მაგალითად, დამატებით 2000 ლარი გაუჩნდეს? გვინდა, რომ სიღარიბე შემცირდეს და 80 ათასი ბავშვი არ შიმშილობდეს და პენსიონერი წამალს და საკვებს უპრობლემოდ ყიდულობდეს? თუ გვინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა - რას გააკეთებენ ამის მისაღწევად?", - აცხადებს სერგი კაპანაძე. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ისეთი რეალობა უნდა შეიქმნას, სადაც მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს და ნაკლები რესურსი და კონტროლი მთავრობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system