თავში

ვინც ამ დავალებას იძლევა, კარგად არ მიცნობს - დოლიძე ფარულ ჩანაწერებზე

ვინც ამ დავალებას იძლევა, კარგად არ მიცნობს - დოლიძე ფარულ ჩანაწერებზე
ვინც ამ დავალებას იძლევა, კარგად არ მიცნობს - დოლიძე ფარულ ჩანაწერებზე

„თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მის სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხება.

მისი თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო კლანის წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო კლანის მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან.

მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. 

დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად მე უზრუნველვყოფ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system