თავში

ვინც მოლაპარაკებაზე არ მოდის, მას სახელმწიფო არ ანაღვლებს - ვოლსკი

ვინც მოლაპარაკებაზე არ მოდის, მას სახელმწიფო არ ანაღვლებს - ვოლსკი
ვინც მოლაპარაკებაზე არ მოდის, მას სახელმწიფო არ ანაღვლებს - ვოლსკი

როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს ან ქვეყნის ინტერესები სადღაც მე-100 რიგშია - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფო და მისი ინტერესები მთავარია, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაითვალისწინონ. 

"როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, მიუხედავად სუბიექტური ვითარების, წინაპირობებისა, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს და რომ მისთვის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები ან არ არსებობს ან სადღაც მე-100 რიგშია. ესაა პასუხისმგებლობების მთავარი კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა იმისთვის, რომ თუ ქვეყნის მიმართ ერთგულებას არ დაადასტურებენ, თავიანთი პოლიტიკური სუბიექტის სამარეში ჩასვლა მაინც აირიდონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system