თავში

ვის სურს პარლამენტში შესვლა - თალაკვაძე სამ ოპოზიციურ პარტიას ასახელებს

ვის სურს პარლამენტში შესვლა - თალაკვაძე სამ ოპოზიციურ პარტიას ასახელებს
ვის სურს პარლამენტში შესვლა - თალაკვაძე სამ ოპოზიციურ პარტიას ასახელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიების ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა. 

არჩილ თალაკვაძემ კონკრეტული პარტიები დაასახელა. 

კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თალაკვაძე განმარტავს, რომ ამის თქმის საშუალებას, მას პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები აძლევს.

,,სტრატეგია აღმაშენებელი",  ,,გირჩი", ,,ლელო" - ამ პარტიებს სურთ რომ იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში.

ეს ინფორმაცია არ არის, ეს არის ჩვენი ანალიზი. რომელიც ეფუძნება იმ განცხადებებს, იმ დამოკიდებულებებს, მოლაპარაკებების, წინადადებების მიმართ, რაც დევს მაგიდაზე.

არ შემოდიან იმიტომ, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილს, ვინც ამ პარტიებზე შანტაჟს ახორციელებს, აქვთ თავიანთი ტელევიზიები, აქვთ დაფინანსება და სრული ინტრუმენტალიზაცია, იმისთვის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილზე, მოახდინოს წარმოუდგენელი საინფორმაციო შეტევა და ეს არის ზუსტად პრობლემა და ის ბერკეტები, რომელიც მათ უკრძალავთ პარლამენტში შემოსვლას," - განაცხადა თალაკვაძემ ,,ღამის კურიერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system