თავში

"ვისაც სჭირდება შერიგება, ეს "ნაციონალური მოძრაობაა" - შალვა პაპუაშვილი

"ვისაც სჭირდება შერიგება, ეს "ნაციონალური მოძრაობაა" - შალვა პაპუაშვილი
ვისაც სჭირდება შერიგება, ეს ნაციონალური მოძრაობაა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიახც სჭირდება შერიგება ეს "ნაციონალური მოძრაობაა".

მისივე თქმით, პროცესი გრძელვადიანი იქნება.

"ვისაც სჭირდება შერიგება, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. რაც შეეხება თავად პროცესს - პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს არის გრძელვადიანი, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე, წინასწარი საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი უნდა იყოს, ან როგორი პროცესი იქნება, რთულია. თავისთავად, საუბარს წინაპირობები არ სჭირდება, საუბარი არ არის თავად პრობლემა, საკითხი იმაშია, რომ თუ მიზანია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როდესაც გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც უბრალოდ არ აღიარებს ხალხის ნებას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system