თავში

ვიზიტის შედეგად სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადავა - მინისტრი

ვიზიტის შედეგად სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადავა - მინისტრი
ვიზიტის შედეგად სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადავა - მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რეგიონსა და სამეზობლოში მიმდინარე გეოსტრატეგიული პროცესებიდან გამომდინარე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაუტოლდეს პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას, რაც მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს საქართველოს მდგრად განვითარებას.

„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის; კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისითდა სხვა. ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, ჩვენს შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არის შექმნილი რეგიონში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system