თავში

ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის 80 წლის იუბილეზე დასასწრებად ჩადის. როგორც უკრაინულ მედიას ზელენსკის გარემოცვაში დაუდასტურეს, უკრაინის ლიდერი 1-ელ სექტემბერს რამდენიმე უცხოელ ლიდერთან აპირებს შეხვედრას.

„უკვე დადასტურებულია ბელგია, ლიეტუვა, საქართველო“, – განაცხადეს ზელენსკის გარემოცვაში.

როგორც ცნობილია, ვარშავაში ასევე ჩავა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს.

ვარშავაში დაგეგმილ მემორიალურ ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტი მიწვეული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system