თავში

ვოლსკი: ეს არის ოპოზიციის სიცრუე

ვოლსკი: ეს არის ოპოზიციის სიცრუე
ვოლსკი: ეს არის ოპოზიციის სიცრუე

"ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის ოპოზიციის სიცრუე,"- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი.

"ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად.

ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის ოპოზიციის სიცრუე. ჩვენ როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. “ფრონტერას” ხელწერაც იგრძნობა. “ფრონტერას” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ამ შემთხვევაში “ფრონტერა” მართალი არ არის და რასაკვირველია, აშშ-ს ინვესტიციების შეზღუდვაზეც საუბარი არ არის, მითუმეტეს ოპეკი საკმაოდ სერიოზულ, მრავალათეულ მილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინსვეტიცია ახლა მიმდინარეობს. ასევე, არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა და ჯერ კიდევ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს. ასე, რომ ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად,"- განცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა მოხსენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system