თავში

ვოლსკი: ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას

ვოლსკი: ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას
ვოლსკი: ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას

"ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას და დესტრუქციას,"- ასეთი შეფასება გააკეთა 33 ოპოზიციური პარტიის მიერ ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. 

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ამ 33-დან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმეა.

"რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება.

გუშინ ეს პარტიები ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახის ერთმანეთს და ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system