თავში

ვოლსკი: მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს

ვოლსკი: მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს
ვოლსკი: მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს

"როდესაც დაისმის შეკითხვა: რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? რა უნდა უპასუხოს ამაზე პარლამენტარმა?! ერთადერთი პასუხია, რომ უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი,"- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მითუმეტეს, იმ კარგი ორგანიზატორული თვისებების გამო, რაც ხელისუფლებამ გამოავლინა ურთულეს პირობებში.

"მაგრამ აქ არაფერია გულზე მჯიღის სარტყმელი. ჩვენი მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს, ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. გამოჩნდა, რომ არავითარი კულისებს მიღმა მმართველობა არ არსებობს. გამოჩნდა, რომ არის გუნდი, ყველა დარგი ასრულებს თავის ამოცანას და ა.შ. როდესაც ამ ვითარებაში დაისმის შეკითხვა: რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? რა უნდა უპასუხოს ამაზე პარლამენტარმა, იქნება ის "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ქართული ოცნების" თუ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი? ერთადერთი პასუხია, რომ უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი. თუ კონსტიტუციაში წერია, რონ საგანგებო ვითარების შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რასაკვირველია, ისე იმოქმედებს ნებისმიერი სახელმწიფო და არამხოლოდ საქართველო. თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება "ქართული ოცნების" პარტიული გადაწყვეტილება. ეს იქნება მეცნიერულ კვლევაზე დამყარებული გადაწყვეტილება. ასეთ ბანალურ შეკითხვაზე ამხელა სპეკულაციის აგება იმ ადამიანების ხასიათს გამოავლენს, ვისაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ერთი დამისახელოს ვინმემ, რომელ სოციალურ პროგრამას მოხმარდა თანხა, ან იყო თუ არა რეალური შემწეობა იმ ხალხისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო, გაჩერებული მშენებლობისთვის, დანგრეული ბიზნესისთვის. რამე გაკეთდა საერთოდ იმ ხალხის მიერ, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ? არა! ნული!" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არა ოქტომბერში, არამედ პირობითად, დეკემბერში ჩატარდეს.

კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს ოპოზიცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system