თავში

ვოლსკი NDI-ზე: არადემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ

ვოლსკი NDI-ზე: არადემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ
ვოლსკი NDI-ზე: არადემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ

ეს კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. 

ვოლსკი ფიქრობს, რომ ასეთ ორგანიზაციას არადემოკრატიულ სახელმწიფოებში საქმიანობას აუკრძალავდნენ. 

"არაერთხელ მითქვამს, რომ წლების განმავლობაში, ათეული წელია, ეს ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის ეგიდით მოქმედებს, აჟიოტაჟს ქმნის მედიაში და საზოგადოებაში, იმ კვლევებით რომელსაც იგი გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, იმის გათვალისწინებით, რასაც მათი კვლევა აჩვენებს, სულ ცოტა, ასეთ ორგანიზაციას აუკრძალავდნენ საქმიანობას. ეს კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან". 

ცნობისვის, NDI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არც ერთ პარტიას.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system