თავში

ვოლსკი: საზღვრის თემა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული

ვოლსკი: საზღვრის თემა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული
ვოლსკი: საზღვრის თემა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული

წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დავით გარეჯთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელ განცხადებას.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, „ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული“.

„ჩვენთვის ინფორმაცია ისევე არის ცნობილი, როგორც პროკურატურის მხრიდან გაცხადებული იყო. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ჩემი და ოპონენტების მოსაზრებები აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system