თავში

ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო

ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო
ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო

"კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუე არის ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო," – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშსს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

გია ვოლსკის თქმით, სიცრუე არის ისიც, რომ ამას უკვე შემდგარ ფაქტად ასახელებენ. 

"ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, საუბარი „ოლიგარქიულ მმართველობაზეც“ იყო, უცხოური ბიზნესის შევიწროებაზეც, მაგრამ რეალურად, არც არაფერი დადასტურდა და მით უმეტეს, ასეთი გადაწყვეტილება კონგრესს არ მიუღია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაცილებით უფრო სერიოზულია ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკა კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე გვიწევს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system