თავში

ზაალ უდუმაშვილი: პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

ზაალ უდუმაშვილი: პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ზაალ უდუმაშვილი: პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

პარტიამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თბილისის 8 ოლქიდან 6 ოლქი დათმო,- ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ერთგულები ვართ იმ პრინციპების, რომელიც გაერთიანებას უკავშირდება.

პრაქტიკულად მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარული ოლქების 80% დაუთმო დანარჩენ ოპოზიციას და ახლა ჯერი სხვა ოპოზიციურ პარტიებზეა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს - თუ როგორ გადანაწილდება თბილისის მაჟორიტარული ოლქები.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოლქები განაწილდეს სამართლიანად. ანუ, წარმოდგენილი იყოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თბილისში ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს.

ახლა ამ პროცესებმა საკონსულტაციო მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანობის ერთგულები ვართ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს. 2 ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system