თავში

"გადაწყვეტილება მიღებული მაქვს"- დაბრუნდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში

"გადაწყვეტილება მიღებული მაქვს"- დაბრუნდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში
გადაწყვეტილება მიღებული მაქვს- დაბრუნდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში

"გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ყველა დეტალთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას 20 იანვარს გავაკეთებ", - ამის შესახებ Report.ge- ს ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა მანდატი დატოვა, მის შემდეგ "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 2019 წლის 3 სექტემბერს შეუწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ქუცნაშვილისთვის მანდატის შეჩერებას პლენარულ სხდომაზე მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის თბილისში გამართული იმ სესიის ორგანიზატორი იყო, რომელიც 20 ივნისის საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. 

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით თავად მიმართა. 

გასული წლის 9 სექტემბერს, report.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებდა, რომ ,,საჯარო ასპარეზზე მალე გამოვიდოდა", უკავშირდება თუ არა ეს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას, 20 იანვარს გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system