თავში

ზალკალიანი: იმედი მაქვს კანადის და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა გაგრძელდება

ზალკალიანი: იმედი მაქვს კანადის და საქართველოს მ
ზალკალიანი: იმედი მაქვს კანადის და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა გაგრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღეს ულოცავს. 

მისალოცი პოსტი, მინისტრმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება“ – წერს ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კანადელი კოლეგა ფრანსუა-ფილიპ შამპანი გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს და აღნიშნა, რომ კანადა აფასებს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system