თავში

ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა
ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან.

საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული. 

ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system