თავში

ზალკალიანი სააკაშვილზე განცხადებას აკეთებს

ზალკალიანი სააკაშვილზე განცხადებას აკეთებს
ზალკალიანი სააკაშვილზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს უკრაინულ მხარეს, რადგან ექსპრეზიდენტი სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეა. ზალკალიანმა ამ საკითხზე, ხმის მიცემის შემდეგ ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და, ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული", - განაცხადა ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system