თავში

ზალკალიანმა თურქეთს ვუჰანიდან ქართველი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა

ზალკალიანმა თურქეთს ვუჰანიდან ქართველი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მა
ზალკალიანმა თურქეთს ვუჰანიდან ქართველი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა

მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისისთვის. მხარდაჭერის ასეთი გამოხატულება კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და სოლიდარობას ორ ქვეყანას შორის.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

ქვეყნის მთავარი დიპლომატი იგივე თემასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის დახმარებით ჩინეთსაც მიმართავს და კორონა ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.

კორონა ვირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო!“- წერს ზალკალიანი.

საქართველოს 7 მოქალაქე ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ანკარაში ჩაფრინდა. აქ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system