თავში

ზეწოლა ამომრჩეველზე - ომბუდსმენის აპარატი "სირცხვილის კორიდორს" აფასებს

ზეწოლა ამომრჩეველზე - ომბუდსმენის აპარატი
ზეწოლა ამომრჩეველზე - ომბუდსმენის აპარატი სირცხვილის კორიდორს აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 21 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ე.წ. სირცხვილის კორიდორს, ამომრჩევლის ნაწილზე ზეწოლად აფასებს.

"ვთვლით, რომ საფრთხის შემცველი იქნება ასეთი ვითარება. ამან შეიძლება იქონიოს ერთგვარი დამაშინებელი ეფექტი ამომრჩევლის ნაწილზე, ან ადამიანებმა წნეხს აარიდონ თავი და არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საკუთარი უფლების რეალიზაცია ვერ მოახდინონ. პრობლემა იქმნება თავისუფალი ნების გამოხატვის თვალსაზრისით,"- აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო ათაბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარალემტო არჩევნების მეორე ტურზე "ნაციონალური მოძრაობა" სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს. გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ სირცხვილის კორიდორში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system