თავში

ჟოზეფ ბორელი ხვალ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ჟოზეფ ბორელი ხვალ საქართველოს, უკ
ჟოზეფ ბორელი ხვალ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი 24 ივნისს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის შემდგომი გაღრმავებული თანამშრომლობის შესაძლებლობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩარჩოებში. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დროით 11:10 საათზე ჟოზეფ ბორელი, დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system