თავში

ჟვანია: საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბიულეტენში

ჟვანია: საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბიულეტენში
ჟვანია: საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბიულეტენში

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საარჩევნო ბიულეტენში და ამომრჩევლები ამ ბიულეტენით შეძლებენ მეორე ტურში მონაწილეობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, არ არსებობს პროცედურა, რომელიც კანდიდატის მოხსნას ითვალისწინებს.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურა, როდესაც კანდიდატს არ შეუძლია, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გვქონდა. მახსოვს, გორში იყო შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ის ბიულეტენში იყო და მან საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმები მიიღო. ანალოგიური შემთხვევა გვქონდა მარნეულში, როდესაც საჯაროდ თითქოსდა, იყო ასეთი პოზიციონირება საზოგადოების წინაშე, რომ კანდიდატი მონაწილეობას არ იღებდა და მეტსაც გეტყვით – მან იმდენი ხმა მიიღო, რომ არჩევნები მოიგო“, – განაცხადა ჟვანიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას აპირებენ.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system