თავში

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი NATO-ში - სალომე ზურაბიშვილი

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი NATO-ში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი დღეს ორბელიანების სასახლეში პირადად გადასცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო მხოლოდ იმ უცხოელებს ენიჭებათ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარების საქმეში.

"პრაქტიკულად მე-11 წელია, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელია, ჩვენს რეგიონს კურირებს და ნატო-ს სტრუქტურებში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ როგორც საქართველოს მეგობარი.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და უფრო მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში.

სწორედ ესაა ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლის თავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ მხოლოდ იმ უცხოელებს ვანიჭებთ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პოპულარიზაციში, თქვენ შემთხვევაში კი, საქართველოს უსაფრთხოებაში.

ის გზა, რაც ჩვენ ამ წლებში ნატო-ს მიმართულებით გავიარეთ ძალიან სერიოზული წარმატებების გზაა. ბოლოს ჩვენ 14 ივნისის სამიტზე ამ წარმატებული სვლის აღიარება ვნახეთ და ის, თუ რამდენად შორს წავედით ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფებაა. ეს გზა წინ მიდის, რაშიც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ. თვით საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომლის მიზანიც ჩვენი სტანდარტების ამაღლება და თავსებადობის გაზრდაა.

ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა და დღეს ღია კართან ძალიან ახლოს ყოფნა (და ვიცით, რომ ამას შეიძლება კიდევ რაღაც დრო დასჭირდეს) პრაქტიკულად უკვე ამ ოჯახში ყოფნაა.

მთავარია ჩვენი ყოველდღიური და ძალიან კონკრეტული თანამშრომლობა. ყველა დარგში ჩვენი თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს.

დღეს ჩვენ მადლობას გიხდით არა მხოლოდ ამ მეგობრობისთვის, მინდა ასევე გთხოვოთ (და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი დადებითი იქნება) რომ დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციითაც და ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ნატო-ს ურთიერთობებისთვის. თქვენ ახლა ჩაიბარებთ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას სწორედ იმ საკითხებში, ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ნატო-ს ყველა წევრისთვის დღევანდელ დღეს ახალ, საერთო გამოწვევას წარმოადგენს.

ძნელია განასხვავო ამ გამოწვევების წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყნები და ვიცით, რომ ყველა ამ გამოწვევას ერთად, ძლიერად უნდა დავხვდეთ.

ამ ახალ ეპოქაში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს (ვარ წინასწარ მადლობელი) და ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორიც იყო აქამდე ამ დღევანდელ თანამდებობაზე.

მინდა, ამ ახალ თანამდებობაზე ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. ძალიან დიდი მადლობა!", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system