თავში

ზურაბ ჯაფარიძე კალაძეს ფეხბურთის საყურებლად ეპატიჟება

ზურაბ ჯაფარიძე კალაძეს ფეხბურთის საყურებლად ეპატიჟება
ზურაბ ჯაფარიძე კალაძეს ფეხბურთის საყურებლად ეპატიჟება

"კიდევ ერთხელ მადლობა გუშინდელი კომენტარისთვის,"- ასე მიმართავს სოციალურ ქსელში  მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბის ოლქში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე  თბილისის მერს.

ჯაფარიძე, კახა კალაძეს მუშთაიდის ბაღში მატჩის საყურებლად ეპატიჟება, თუმცა მანამდე მერიისგან ოფიციალური ნებართვას ითხოვს, რომ გირჩმა შეძლოს ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვა და პარალელურად ეკრანზე საქართველო-ბელორუსის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ჩვენება.

"კიდევ ერთხელ მადლობა გუშინდელი კომენტარისთვის მაგრამ, ეჭვი მაქვს ბაღის ადმინისტრაცია ფბ .კომენტარის სქრინს არ მიიღებს საკმარის მტკიცებულებად.

ამიტომ, ოფიციალური წერილით მოგმართეთ დღეს დილით და იქნებ ოფიციალურად დამიდასტუროთ დღესვე, რომ მუშთაიდის ადმინისტრაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება თუ მე ხვალ იქ გავმართავ წინასაარჩევნო შეხვედრას და პარალელურად ეკრანზე გავუშვებ საქართველო-ბელორუსის ერ. ნაკრებების საფეხბურთო მატჩს, რადგან ადამიანთა თავშეყრა ღია სივრცეში დაშვებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. პასუხი ძალიან მეჩქარება, რათა დავიწყო ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება. მადლობა წინასწარ და აქვე გეპატიჟებით მატჩის საყურებლად. ხვალ მუშტაიდში შეგვიძლია ცოტა ხნით გავმიჯნოთ სპორტი და შიდა პოლიტიკა,"- აღნიშნულია ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს, რომ მუშთაიდის ბაღში, კერძო მეიჯარის მიერ აღებულ ტერიტორიაზე, წინასაარჩევნოდ შეხვედრის გამართვისა და მატჩის დიდ ეკრანზე გაშვების შესაძლებლობა მისცეს, რადგან პარკის ადმინისტრაცია მერიისგან ოფიციალურ დასტურს ელის.

"მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა? ისე კერძო მმართველობაშია გადაცემული ადრე,"- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს კომენტარებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system